“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულა:
რიყის დოქები დაშალეს და ჯართად გაყიდეს! თანამედროვე შენობა, რომელიც ხალხის ფულით შეიქმნა, ხალხს ეკუთვნოდა – თბილისელებს და არა მიშას და ნაცმოძრაობას.
მისი დაშლა და ჯართად გაყიდვა საზოგადოების ძარცვისა და საჯარო ქონების განადგურების კლასიკური მაგალითია.
ეს არის ხალხის კუთვნილი ქონების უპასუხისმგებლოდ განადგურება.
ეს ამბავი არ უნდა გავატაროთ და დავივიწყოთ, ამისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
თავისუფლება გია ბარამიძეს და ყველა პოლიტიკურ ტყვეს!




