რიყის დოქებს ჯართად ყიდიან

იტალიერი არქიტექტორის მიერ შექმნილ რიყის დოქების ჯართად ყიდიან – განცხადებები მეორადი სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვების გვერდებზე დევს.

თემო ინაიშვილი, რომელმაც ეს განცხადება განათასვა, “პირველებს” უთხრა, რომ ერთ ტონას 720-დოლარად ყიდის. ის ქვეკონტრაქტორია და ამბობს, რომ მასალის წაღება პირდაპირ რიყიდან შეიძლება.

ჯამში გასაყიდად არის გამოტანილი რიყის დოქების  2000 ტონა რკინის კონსტრუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რკინის გაყიდვით კომპანია, რომელსაც რიყის დოქები 10 მილიონ ლარად მიყიდეს, 4 მილიონამდე ლარს მიიღებს.

ქვეკონტრაქტორი “პირველებს” უდასტურებს, რომ უკვე გაყიდა საფასადე ალუმინი, როგორც მეორადი მასალა და შუშებიც.

720-დოლარად ვყიდი, ეს შეუდუღებელი მასალაა. ადგილზე შეგიძლია მისლა და იქიდან წაღება. დიახ, დოქები რაც დაიშალა იმას ვყიდით. ალუმინის მასალა და შუშები ყველაფერი გავყიდე, ეს რკინის კონსტრუქცია მაქვს მხოლოდ დარჩენილი. ყველაფერი გაუყიდა, თურქებმა და ქართველებმა წაიღეს და მარტო რკინა მაქვს დარჩენილი. ალუმინიც გაიყიდა, ნაწილია ცოტა დარჩენილ. მე ვარ ქვეკონტრაქტორი და მე ვყიდი”.- ეუბნება “პირველებს” თემო ინაიშვილი.

თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ