მწერალი ლაშა ბუღაძე:
რატომ მოკლა სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა რუსი რექტორი ჩუდეცკი? პერმანენტული შეურაცხყოფის გამო, თავზე რომ ასხდნენ რუსები გაუბადრუკებულ ქართველებს.
ძაღლების ენაა ქართულიო, სილვა ჯიბლაძემ ამ სიტყვების გამო არ გააწნა სილა სხვა რექტორს, ასევე რუსს?
ამ კაცსაც ისევე თავგამოდებით დასჯიან მოსკოვის საამებლად, როგორც სხვებს სჯიდნენ სხვა დროს… არადა, ასეთი ამბები გახშირდება და ეს ცხადია “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი პასუხისმგებლობაა, რადგან აცნობიერებს თუ არა ამას თავად მუშტის დამრტყმელი, ეს სწორედ დამპყრობლის სიძულვილია და იმ პათოლოგიური ბიპოლარული მდგომარეობის ბრალი, რაშიც ივანიშვილი გვამყოფებს: “რუსი” ოთხოზორიას და გინტურს რომ გიკლავს და ამავდროულად რესტორნებში რომ უნდა ართო და არაფერი შეიმჩნიო, რადგან ახლა ასეა საჭირო ჩვენი “სუვერენიტეტისთვის”.
როგორც ეს უტვინო რუსი “ტურისტი” ვერ იაზრებს, რატომ ტარდება აქ აქციები რუსეთის წინააღმდგებ, ვერც იდიოტი ქართველები ვერ იაზრებენ, რომ ამ “ნაძალადევი” მეგობრობის უკან ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტი ძევს იმპერიალიზმსა და ნაციონალურ თავმოყვარეობასა და დაკნინებულობას შორის.
ცხადია, ამ კაცის დარტყმა ბრაზის გამოხატულებაა, ხოლო ნაციონალური კუთხით – ჩვენი სისუსტის, რადგან აქაურ “რუსებს” ვერაფერს ვვნებთ (ივანიშვილის ბანდას) და ამ დროს ძალადოვრივი ჟესტით “ვსუბლიმირებთ” უძალო რევანშს. ასეა, როცა მტერს მტერი არ ქვია და ყველაფერი ადღაბნილია…
ერთი თვის წინ სწორედ ამაზე ჩავწერე ლაღიაშვილის ამბავი.




