არქივი6 აგვისტო 2025, 17:40
ლაშა ბუღაძე: ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა ივაჭროს მძევლებითა და ტერორით, ხალხი არ გაჩერდება. ამიტომ - ბოლომდე!

მწერალი ლაშა ბუღაძე:
ჩვენი ჭკვიანი, რკინის ლოგიკისა და არგუმენტების მქონე გმირი ექიმი გიორგი ახობაძე თავისუფალია!
რეჟიმის ტაქტიკური მიზეზების ძიება-ასხნას აზრი არ აქვს, სტრატეგიულია მთავარი: +40 სიცხეშიც რომ ამდენი ხალხი გამოდის ქუჩაში, ხვდებიან, რომ უფრო მეტი და მეტი გამოვა, რადგან ხომ არ დაგვავიწყდა, რა იყო და რა არის ამ ბრძოლის ათვლის წერტილი?
- რუსული კანონი!
- გაყალბებული არჩევნები!
- 28 ნოემბრის მოღალატეობრივი განცხადება, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებას!
- მშვიდობიანი დემონსტრანტების წამება და დაკავება!
ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა ივაჭროს მძევლებითა და ტერორით, ხალხი არ გაჩერდება.
ამიტომ - ბოლომდე!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.