გიორგი ახობაძე აქციის მონაწილეებს – გული მწყდება, რომ რუსთაველზე ხალხი მიტოვებულია, სირცხვილია – აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.
გიორგი ახობაძის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.
ამასთან, ახობაძემ პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ახობაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე პროტესტი იმ მასშტაბით უნდა გაგრძელდეს, როგორიც იყო ნოემბერში.
„მინდა იმ ხალხს მივმართო, ვინც აქ იდგა 28 ნოემბრიდან. მესმის, რომ რაღაცები შეიცვალა, ზოგს შეეშინდა, ზოგს იმედი გაუცრუვდა. ვინც ეს თვეებია დგას რუსთაველზე, თავის წილ საქართველოს დაატარებს ხელის გულზე და ცდილობს, სამშვიდობოზე გაიყვანოს. მგონია, რომ დადგა დრო, ყველამ დაიჯეროს და პატივი სცეს ამ ხალხის ბრძოლას, გამოვიდნენ და ისევ იმდენი გახდნენ, რამდენიც ვიყავით ნოემბერში. ორგანიზება და სტრუქტურირება გვინდა. გული მწყდება იმაზე, რომ რუსთაველზე ხალხი არის მიტოვებული. სირცხვილია, აქ უნდა ვიდგეთ ისევ იმდენი, რამდენიც ვიდექით ნოემბერსა და დეკემბერში. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!“, – განაცხადა ახობაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც სახელმწიფოს დასუსტებაა – ამიტომ სუს-ის ეფექტიან საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ