ლაშა ბუღაძე: როგორც არ უნდა ეშინოდეს ვინმეს ამ სიტყვის, ისტორიულად ჩვენ რევოლუციურ პროცესში ვართ – ძველ-რუსულ-კრიმინალურსა და ახალს შორის ჭიდილში

მწერალი ლაშა ბუღაძე:

“როგორც არ უნდა ეშინოდეს ვინმეს ამ სიტყვის, ისტორიულად ჩვენ რევოლუციურ პროცესში ვართ – ძველ-რუსულ-კრიმინალურსა და ახალს შორის ჭიდილში. და ეს უკვე დიდი ხანია ასეა. ჩემთვის ცოტა აუხსნელია, ასევე რატომ შეიძლება შეგვეშინდეს ნებისმიერი ინიციატივის, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის ოპოზიციაში და მუხტს ამაღლებს საზოგადოებაში? ან რატომ არ უნდა ახსენოს ვინმემ თუნდაც 4 ოქტომბერი? რომც არავინ ახსენოს, ხალხი ვფიქრობ მაინც გამოვა ქუჩაში.

აგერ 7 აგვისტოსაც არის დიდი აქცია და შემდეგ დღეებშიც იქნება… და, დარწმუნებული ვარ, იქნება ივანიშვილის მორიგი საცირკო სპეცოპერაციის დღესაც, რომელსაც ფორმალურად “არჩევნები” ჰქვია… და მანამდე იქნება ეს წინააღმდეგობა, ვიდრე რუსული ბანდის დანაშაულებრივი პარპაში არ დასრულდება საქართველოში. ყველა პოლიტიკოსს პატივს ვცემ, ვინც ივანიშვილს უქმნის დისკომფორტს და ენერგიას მხოლოდ იმაში არ ხარჯავს, რომ მხოლოდ ოპოზიციაში ჰქონდეს დომინანტის ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო