ლატვიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების, ტანსაცმლისა და სათამაშოების იმპორტი აკრძალა | ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ინიცირებული ახალი რეგულაციები ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. მათივე ცნობით, აკრძალვა გავრცელდება როგორც პირდაპირ იმპორტზე, ასევე მესამე ქვეყნების გავლით შეტანილ იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოშობის წყაროც რუსეთი ან ბელარუსია




