ლატვიამ და ლიეტუვამ რობერტ ფიცოს საჰაერო სივრცე დაუხურა

5
ლატვიამ და ლიეტუვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საჰაერო სივრცე დაუხურა, რომელსაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრება სურს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფიცო დარწმუნებულაი, რომ ის სხვა მარშრუტს იპოვის.
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ…
დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, – განაცხადა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში

თაზო დათუნაშვილი – ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და კობახიძემ მლიქვნელობის სესია ჩაატარა, 24-ჯერ ახსენა ივანიშვილი – კობახიძე წინამორბედს ციხეში გვერდით უნდა მიუჯდეს