არქივი17 აპრილი, 2026, 12:50
რუმინეთის თავდაცვის ცნობით, რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საზღვართან ორი ობიექტი დააფიქსირეს. ერთ-ერთი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, თუმცა მასთან კავშირი დაუსახლებელი ტერიტორიის მიმდებრად დაიკარგა.
განცხადების მიხედვით, რუმინელი სამხედროები სამძებრო ოპერაციას ჩაატარებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.