ლავროვი: ბაქო მზად არის, ერევანთან სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე გააფორმოს, ერევნის პოზიცია უცნობია

ბაქო მზად არის, ერევანთან გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე, ერევნის პოზიცია უცნობია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნებს სურთ, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს. ფაქტია, აზერბაიჯანი მზადაა ხელი მოაწეროს მას რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც, ფაქტობრივად, დაიწყო კონფლიქტის დასრულების მცდელობები. არ ვიცი რამდენად მზადაა ერევანი ამისთვის, თუმცა შესაბამისი სიგნალები დიდი ხანია გაიგზავნა სომხეთის დედაქალაქში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ