“აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება რუსეთში გააფორმოს”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ტერიტორიაზე გააფორმოს. თუმცა, რა პირობებით, ამის შესახებ ლავროვს არ უსაუბრია.
ამასთან, ლავროვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მთავარ შეფერხებად სომხეთის ფაქტორი დაასახელა.
მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს სატრანსპორტო მიმოსვლა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, რაც ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრის სამმხრივი განცხადებით იყო გაწერილი და არ შესრულდა. ასევე, მისი თქმით, ერევნის პოზიციის გამო არ ჩაეშვა სიუინქის გავლით მარშრუტი და არ აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა.
“რამ შეუშალა ხელი აღნიშნული შეთანხმებების დასრულებას, არ ვიცი. სამხრეთ კავკასიაში ხომ მუდამ არსებობს დასავლელი მეგობრების კეთილი რჩევები, რომელიც მხოლოდ მათი საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაჭრისკენაა მიმართული”.
როგორც ლავროვი ამბობს, ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის დასავლეთიდან რეკომენდაციების შესაბამისი ერევნის პოზიცია და ამავე დროს, დასავლეთი მოლაპარაკებათა პროცესიდან რუსეთის განდევნას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს