სერგეი ლავროვი – ბაქო მზად არის, ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი

ბაქო მზად არის ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი, ერევნის პოზიცია უცნობია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ფაქტია, რომ დასავლელ კოლეგებს სურთ სამშვიდობო ხელშეკრულება მხოლოდ მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს, ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მზადაა ხელი მოაწეროს მას რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც, ფაქტობრივად, დაიწყო კონფლიქტის დასრულების მცდელობები. არ ვიცი რამდენად მზადაა ერევანი ამისთვის, თუმცა შესაბამისი სიგნალები დიდი ხანია გაიგზავნა სომხეთის დედაქალაქში“, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ შეთანხმებების განხორციელება, რომელიც დაიდო რუსეთის შუამავლობით და კონფლიქტის მოგვარების პროცესს ხელს უშლის.
„სამწუხაროა, რომ დასავლური ეგოისტური მისწრაფებების ინტერესები ხელს უშლის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ფუნდამენტური ინტერესების განხორციელებას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით