“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” ეწინააღმდეგებიან

“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” ეწინააღმდეგებიან.
საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში სპეციალური განცხადება გააკეთა “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ლილე ლიპარტელიანმა.
მათი თქმით, 40 და 52 სართულიანი შენობები უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის კუთხით რისკის შემცველია.
“საკრებულოში შემოსულია “ლაგუნა ვერეს” და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც არის სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე იმ სახის განაშენიანება ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს”, – განაცხადა
პარტია “ლელოს” წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ამ პროექტის არსებული ფორმით დამტკიცება არ შეიძლება, რადგან ის ბევრ პრობლემას წარმოქმნის.
“ერთ-ერთი პრობლემური წერტილი, სადაც მოხდა წყალმოვარდნა, სადაც არსებობს გეოლოგიური საფრთხეები, სადაც არსებობს სატრანსპორტო საფრთხეები, ასევე, სადაც არსებობს პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს ორი ცათამბჯენი წარუშლელ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილს, ამ პროექტის, ამ ფორმის დამტკიცება, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე