პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობა შენარჩუნდება – რევაზ სოხაძე “ლაგუნა ვერეს” მშენებლობის შესახებ

“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” და “ლელო” ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, 40 და 52 სართულიანი შენობები უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის კუთხით რისკის შემცველია.
ოპონენტებს პასუხობენ საკრებულოში. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის შენარჩუნება მოხერხდება.
“ამ პროექტს ისტორიული საბჭო და დადებითი რეკომენდაცია აქვს, შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის შენარჩუნება ხორციელდება. ეს, რა თქმა უნდა, არანაირი რისკის შემცველი არ არის. ამის ყველანაირი მასალა არსებობს და წარმოდგენილია თავისი დოკუმენტაცია. სხვა დოკუმენტაცია, დამატებით, წარმოდგენილი იქნება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ კომისია და საკრებულოს სხდომა ამ პროექტს დადებით რეკომენდაციას მისცემს”, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე