თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს – სხდომაზე “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავენ

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავენ.
ოპოზიციამ საკითხის გადადება მოითხოვა, რასაც უმრავლესობა არ დათანხმდა. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საკითხი საკრებულო დღევანდელ სხდომაზე გავა.
მმართველი გუნდის ოპონენტები მშენებლობას მხარს არ უჭერენ და საფრთხეებზე საუბრობენ.
“კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა არის და შესაბამისად, იქ ამხელა მასშტაბის მშენებლობას მთელი რიგი დოკუმენტები გიკრძალავთ,” – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი.
ასევე სხდომაზე “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით, ამ შენობის მშენებლობაა ამ ქალაქისთვის “უდიდესი დარტყმა იქნება”. მან ამ პროექტს “ურბანული გენოციდი” უწოდა.
მათ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს და ამბობს, რომ პროექტი ყველა წესის დაცვით ხორციელდება და ოპოზიცია ქალაქის განვითარების შეფერხება სურს.
“იმ არეალში, სადაც აღნიშნული მშენებლობა იგეგმება, ეს განვითარება ხდება გენერალურ გეგმასთან სრული შესაბამისობით, იმ მოცულობის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია. რა თქმა უნდა, რაიმე იმგვარ ზეგავლენაზე, რომელიც არ არის დასაშვები, საუბარი ზედმეტია. ჩვენი ქალაქი განვითარდება და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქალაქში,” – აღნიშნავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე