არქივი29 ივნისი, 2024, 13:40
კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა
კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - წერს სმირნოვი „ტელეგრამის“ არხზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.