ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუბერნატორი - ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„დილით ცნობილი გახდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში პირდაპირი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ბელგოროდზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მათივე მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 29 დრონი ჩამოაგდო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.