ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო, ტოკიოში რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო, ტოკიოში რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო, ტოკიოში რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ ტოკიოში რუსეთის ელჩს ნიკოლა ნოზდრევს საპროტესტო ნოტა გადასცა.

მოტეგის განცხადებით, ნოზდრევს მოუწოდა, რომ ტოკიოს მიერ გამოთქმული პროტესტი რუსეთის მთავრობას გადასცეს.

„პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს“, - აღნიშნა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპს ეწვია.

კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.