ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და მასუდ პეზეშკიანმა ირანის ბირთვულ პროგრამასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგას, მასუდ პეზეშკიანს სატელეფონო საუბრის დროს ანკორიჯში გამართული სამიტის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - აცხადებენ კრემლში.
კრემლის ინფორმაციით, პეზეშკიანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.
ამასთან, კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.