ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს

მარკ რუტე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორ დონეს მოიცავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველ დონეზე, ფაქტობრივად, მოხდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადგენა, ან ორივეს კომბინაცია. ამიტომ, პირველი დონე იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაძლიერება, რათა მათ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
რუტეს განმარტებით, მეორე დონე არის ის, რასაც მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფენ.
„სწორედ ამაზე ვმუშაობთ. როგორც ყველამ ვიცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის მოლაპარაკებებმა არ გამოიწვია რეალური გარანტიები. ჩვენი ახალი გარანტიები ასეთი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, მომავალი გარანტიები ისეთი დონის უნდა იყოს, რომ „მოსკოვში მჯდომმა ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს“.
ცნობისთვის, მარკ რუტე დღეს კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.