ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას "მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს"

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას "მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „გულწრფელი და ძალიან კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი“ გამართეს. განაცხადა კრემლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
პუტინის საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანაშემწემ იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 40-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა პუტინს ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შესახებ აცნობა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა „მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს“.
CNN-ი წერს, რომ მან თავი აარიდა იმის დადასტურებას, დათანხმდა თუ არა პუტინი ორმხრივ თუ სამმხრივ შეხვედრას.
უშაკოვის თქმით, პუტინმა ასევე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ტრამპს ალასკაში მასპინძლობისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.