დიმიტრი პესკოვი – ყირიმის შესახებ დონალდ ტრამპის სიტყვები რუსეთის პოზიციას სრულად შეესაბამება

ყირიმის შესახებ დონალდ ტრამპის სიტყვები რუსეთის პოზიციას სრულად შეესაბამება, – ამის კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ „ყირიმი წლების წინ დაიკარგა ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს და განხილვის საგანი არაა“.
„ეს სრულად შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი მშვიდობის მიღწევის მიზნით აშშ-თან მუშაობას აგრძელებს.
„ჩვენ მზად ვართ მოგვარების პროცესი გავაგრძელოთ და ამერიკული მხარის შუამავლობას ვაფასებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობოების განლაგება რუსეთისთვის მიუღებელია.
„რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტების განლაგების საკითხს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს მთელი ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს