ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტე "ნაპოლისთან" ბოლო დეტალებს ათანხმებს - იტალიელმა "პარტენოპეის" ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

გუშინ, ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "ნაპოლი" ცნობილ იტალიელ სპეციალისტთან ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
კონტე ხელს სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს და სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტმა ნეაპოლური კლუბის სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას რომელუ ლუკაკუს შეძენა სთხოვა.
დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში კლუბს დატოვებს, კონტეს კი მის შემცვლელად ბელგიელის გაფორმება სურს, რომელთან ერთადაც "ინტერში" უმუშავია.
შეგახსენებთ, ლუკაკუ "ჩელსის" საკუთრებაა, 2023/2024 წლების სეზონი კი იჯარის წესით "რომაში" გაატარა,
სადაც 47 მატჩში 21 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.