ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პსჟ-ის პრეზიდენტი ახალ ერას აანონსებს, კონტე "ნაპოლიში" უკვე პირველ ტრანსფერს ჩარხავს - გამოსტყუებს ალ-ხელაიფი ლაურენტისს კვარაცხელიას?

"ჩვენთვის ახალი ეპოქა და გამოწვევები დადგა. მადლობელი ვართ ყველა ვარსკვლავის, მბაპეს, მესის, ნეიმარის. დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთეს.
შესანიშნავი სეზონი გვქონდა, ვფიქრობ მოსალოდნელზე უკეთესიც და ხელი მხოლოდ ბოლო ორმა მარცხმა შეგვიშალა.
პსჟ ამჟამინდელ შემადგენლობაზეა კონცეტრირებული, რომელსაც სათავეში ბრწყინვალე მენეჯერი ლუის ენრიკე უდგას", - თქვა ალ-ხალაიფმა.
მსოფლიო წამყვანი სპორტული პრესის ინფორმაციით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლას
განაგრძობს და დანებებას არ აპირებს.
Foot Mercato-ს ცნობით, შეთავაზებამ 100-დან უკვე 120 მილიონ ევროზე აიწია. "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯერ პარიზელებს არ სთანხმდება, კონტრაქტის გახანგლძრივებაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს და თუ შეთავაზება 150 მილიონამდე გაიზარდა, სავარაუდოდ, ხვიჩას გაყიდის.
აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეის" მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდში უკვე პირველი ტრანსფერის გაჩარხვას სცდილობს და ეს კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას დაავალა.
კონტეს "მარადონაზე" თავისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელის რომელუ ლუკაკუს მიყვანა უნდა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი უნდა გახდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.