კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა ვერ აღსრულდება – გიორგი ცაგარეიშვილი ლობისტ როზნერზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების შეცვლა, რისთვისაც ე.წ. კონსულტანტებიც იქნებიან გამოყენებულნი.
ცაგარეიშვილის თქმით, კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფოს გადატრიალებების მოწყობა ვერ აღსრულდება.
“ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების შეცვლა. აქ, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან ე.წ. კონსულტანტები. დღეს, გარეთ არ არის არც 2003 და არც 2004 წელი, ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა ამისგან. ასე რომ, კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა და, უკუღმართი რჩევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის დაუოკებელი სურვილი ვერ აღსრულდება”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი