კომპანიას, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს აშენებს მთავრობამ მდინარე ჭოროხის ნაპირზე 1.5 ჰექტარი მიწა გადასცა

კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდს”, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს ახორციელებს სახელმწიფომ 3 წლიანი იჯარით ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ 17 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში.
მიწის ნაკვეთი მდინარე ჭოროხის პირას მდებარეობს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მიწის საიჯარო ქირად ყოველწლიურად 84 904 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში კი გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა 25 506 ლარი შესაბამის სახაზინო ანგარიშზე უნდა შეიტანოს.
წყარო: „მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ