ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობა "ბათუმი აილენდის" მშენებელ კომპანიას, ჭოროხის მიმდებარედ, მიწას იჯარით გადასცემს

მთავრობა "ბათუმი აილენდის" მშენებელ კომპანიას, ჭოროხის მიმდებარედ, მიწას იჯარით გადასცემს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებელ კომპანი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწას იჯარით გადასცემს.
სახელმწიფო ქონების კომპანიისთვის 3-წლიანი იჯარით გადაცემაზე თანხმობა მთავრობამ უკვე გასცა. შესაბამისი განკარგულება 17 სექტემბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად 84 904 ლარი საიჯარო ქირის სახით უნდა გადაიხადოს, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის სახით - 25 506 ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.