ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შმიტც კარგობულ ჯორჯიამ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით.

შმიტც კარგობულ ჯორჯიამ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით.

შმიტც კარგობულ ჯორჯიამ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით.
ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია Schmitz Cargobull AG-ს ოფიციალური ფილიალი კავკასიაში შპს „შმიტც კარგობულ ჯორჯია“ 2023 წლის იანვრიდან ოპერირებს ჩვენს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს როგორც ახალი, აგრეთვე მეორადი ნახევრად მისაბმელი ტრაილერებით და მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობას.
Scmitz Cargobull AG აწარმოებს მრავალი სახების მისაბმელ და ნახევრად მისაბმელ ტექნიკას. გაყიდვების მთავარი ფლაგმანია სამაცივრე აგრეგატით აღჭურვილი ნახევრად მისაბმელი ტრაილერები. აღნიშნული ტრაილერების საბაზრო წილი ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 40%-ზე მაღალია.
2012 წლიდან კომპანიამ ბაზარზე წარმოადგინა საკუთარი წარმოების პირველი სამაცივრე აგრეგატი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეის მდგომარეობით მისი წილი კომპანიის მიერ გაყიდული სამაცივრე ტრაილერების ნაწილში შეადგენს თითქმის 25 %-ს. მოსალოდნელია რომ მომდევნო 3-5 წელიწადში, შმიტცის სამაცივრე აგრეგატები გაუთანაბრდება გაყიდვებით ბაზრის ძირითად მოთამაშეებს - Thermo King-სა და Carriers-ს.
Schmitz Cargobull Cooling Unit d.80-ი ერთ ერთი გამორჩეული მოდელია და მაქსიმალურად მორგებულია ჩვენი რეგიონისთვის. პერკინსის მოდელის ძრავი უზრუნველყოფს მის მაღალეფექტურობას შედარებით დაბალი ხარისხის დიზელის საწვავზე მუშაობის დროსაც კი.
ძირითადი უპირატესობები:
· ეკონომიურობა საწვავის მოხმარებაში: გრძელ მანძილებზე გადაადგილებისას 10-15%-ით შემცირებული წვის მაჩვენებელი.
· ოპტიმალური მუშაობა ზღვრულ ტემპერატურებზე (როგორც მაღალ ისე დაბალ ტემპერატურაზე)
· ხმაურის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ანალოგიურ სამაცივრე აგრეგატებში (94,5 დეციბელი)
· მნიშვნელოვნად შემცირებულია გამონაბოლქვის მაჩვენებელი.
· იწარმოება როგორც მონო ტემპერატურულ ასევე მულტი ტემპერატურულ ვერსიებად.
დღეისათვის დამზადებულია 25 000 ერთეულზე მეტი.
შმიტც კარგობულ ჯორჯია ანვითარებს სერვის პარტნიორების ქსელს კავკასიის რეგიონში, სადაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული სამაცივრე აგრეგატის სრული დიაგნოსტიკა და რემონტი. პირველ ეტაპზე მოხდა საქათველოს მსგავსი სერვისის მიღება შესაძლებელია შმიტცის ოფიციალური სერვის პარტნიორის, შპს პრემიერ მოტორსის ბაზაზე. კომპანიის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები და აღჭურვილები არიან შესაბამისი აპარატურით.
ახალი აგრეგატის შესაძლებლობების უკეთ გასაცნობად და მეტი ხელმისაწვდომობისთვის, კომპანია შმიტც კარგობულ ჯორჯიამ ჩამოიყვანა ერთი ერთეული d.80 ძრავით აღჭურვილი სამაცივრე აგრეგატი საქართველოში, რომელიც ახლახან დროებით მოხმარებაში გადაეცა კომპანია გიანთი ლოგისტიკსს. Bla blab la
Telematics blab la bla

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.