გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე – არ მინდა ვინმემ გაივლოს აზრი, რომ პარტიის ლიდერობა არის დაკნინება – თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება გამართლებულია

გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება – თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცვლილებების კონტექსტში გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს.
“ეს არის ორი ფლანგი, პარტიული “ლიდერშიპი” და სახელისუფლო სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელი, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით არ არსებობს ისეთი საკითხი, სადაც ეს ორი მხარე შეთანხმებული არ იყოს. პირველი პირები, ლიდერები – ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან ყოველთვის მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებოდნენ და ასევე გაგრძელდება. გრძელი, რთული გზა გამოვიარეთ საკმაოდ წარმატებულად, მიღწევები ნათელია, პრობლემები კიდევ ბევრია დარჩენილი და მობილიზება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არ იქნება არანაირად შემცირებული. ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება. ირაკლი კობახიძე იქნება პოლიტსაბჭოს პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოში მას იგივე პოზიციები შეუნარჩუნდება, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს.
არ მინდა ვინმემ ერთი წუთით დააკნინოს, ან გაივლოს ის აზრი, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერობა არის დაკნინება იმ მიღწევის და პოზიტიური განვითარების, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. როგორ შეიძლება, რომ პარტიული ლიდერობა, როცა თქვენ გინდათ მაღალი თანამდებობაა, როცა გინდათ – დაბალი? ასე არ არის. თანამდებობრივად ეს არის თანაწონადი პოზიციები და გრძელ და რთულ გზაზე ეს გადანაცვლება არის გამართლებული. ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებით მოხდა, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება – იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში. ჩვენ მაინც ვფიქრობდით, ზაფხული იყო უკეთესი პერიოდი ამისთვის.
კიდევ ერთი მინდა გითხრათ, არ არსებობს 2011 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნულად, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიეღო. მუდმივად არსებობს კონსულტაციების რეჟიმი, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან გასული იყო პოლიტიკიდან და ურთიერთობის ისევ იმავე რეჟიმს დავუბრუნდით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან