არქივი8 თებერვალი, 2024, 20:07
კობახიძის თქმით, პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება
ახლადდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, 20-21 თებერვალს შედგება. ამის შესახებ მან პარლამენტში, 8 თებერვლის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.
"უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება", - განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.