ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება.

პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი.

„20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე – ნატოს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)