არქივი8 თებერვალი, 2024, 19:41
ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება.
როგორც მან მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე ნატოს.
„უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.