ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გერმანია არასაკმარისად თეთრი” და “არასაკმარისად გერმანულია”? – კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა

იურგენ კლოპის გერმანიის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნამ გულშემატკივრები ძალიან გაახარა, მაგრამ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ერთა ლიგაზე ნიდერლანდებთან სტუმრად ფრედ ითამაშა (1:1), სახლში კი საბერძნეთთან 0:1 წააგო.
აუგსბურგში ბერძნებთან დამარცხების შემდეგ გერმანიის ნაკრებს უსტვინეს, რაზეც კომენტარი კლოპმა გააკეთა:
„ეს რამდენიმემ ჩასტვინა, ან ღრმად ამოისუთქა, შესაძლოა, ვინმეს ასთმა ჰქონდა. ეს ნორმალურია, მაგრამ არაა აუცილებელი. მე მისტვინონ, არაა პრობლემა. გუნდი ცოტა დათრგუნული იყო, მაგრამ ამის მიზეზები არსებობდა. ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ და არ არსებობს იმის საჭიროება, რომ საათობით ბოდიშები ვიხადოთ“.
მან აგრეთვე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, ფანები ნაკრებს „არასაკმარისად თეთრს“ და „არასაკმარისად გერმანულს“ უწოდებენ:
„აბსოლუტურად არ აქვს აზრი ამ ხალხს ყურადღება მიაქციო. რეალურ ცხოვრებაში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სისულელეებზე რეაგირებისათვის დრო არ მაქვს. ჩვენს ცხოვრებაში დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სოციალურ ქსელებში ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ხალხი სისულელეებს წერს, ეს სიგიჟეა“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.