"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თავისუფლების მარში მიმდინარეობს
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა რეგისტრირებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, ქვეყანა რუსეთში დააბრუნოს.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი"- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი"- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.