„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ — 9 აპრილს მარში გაიმართება
ხვალ, 9 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება მარში, სახელწოდებით „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“. მარშის ორგანიზატორები არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS”, “დემოკრატიის მცველები”, “სამართლიანი არჩევნები (ISFED)” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”.
“9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.