ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს – თავისუფლების მარში თბილისში

ფოტო – მთავარი არხი
რუსული კანონის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად რამდენიმე წუთში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი პარლამენტის შენობა და 9 აპრილის გმირთა მემორიალია.
პარლამენტთან სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგდენის აქტსაც, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა.
დღევანდელ მსვლელობას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები.
საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ რუსულ კანონს უპირისპირდებიან ახალგაზრდებიც. ისევე როგორც 7-8 მარტის აქციების დროს, სტუდნეტები ამჯერადაც “ქართული ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ საქართველოს ბელორუსიზაციის გეგმას.
მსვლელობას უერთდებიან ხელოვნები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფეების ადამიანები, რომლებიც დღეს სწორედ თავისუფლების და ქევყნის დემოკრატიული მომავლის დასაცავად გაერთიანდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.