კიტ კელოგი – ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვის მზად არის

უკრაინა ტერიტორიების დე ფაქტო დათმობისთვის მზად არის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინელები მზად არიან დათმონ ტერიტორიები, რომლებიც რუსების მიერ არის ოკუპირებული, არა დე იურე, ანუ სამუდამოდ, არამედ დე ფაქტო, რადგან ეს მიწები ფაქტობრივად რუსების მიერ არის ოკუპირებული. ისინი ამას დათანხმდნენ და ეს გასულ კვირას მითხრეს“, – განაცხადა კელოგმა.
კიტ კელოგმა გასულ კვირას ლონდონში, -ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
„ჩვენ 22 კონკრეტული პირობა გვქონდა, რომელსაც ისინი დათანხმდნენ. პირველ რიგში, რაც მათ სურთ, არის ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, რაც სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანს. ვგულისხმობ ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”