ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა მზად არის, ცეცხლის უპირობოდ შეწყვიტოს – მაკრონი

უკრაინა მზად არის, ცეცხლის უპირობოდ შეწყვიტოს – მაკრონი

უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
“შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის გასაახლებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,” – აცხადებს პესკოვი.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ცეცხლი უპირობოდ შეწყვიტოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს.
“უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის, ცეცხლის უპირობოდ შეწყვიტოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას,” – აცხადებს მაკრონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.