ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტ კელოგი - უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის

კიტ კელოგი - უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის

უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.
„ისინი მზად არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა შექმნან. მათ თქვეს: ჩვენ 15 კმ-ით უკან დავიხევთ და თქვენ, რუსებიც, ასევე 15 კმ-ით უკან დაიხევთ. ასე რომ, შეიქმნება 30 კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება“, - განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ექნება და მხარეები მსგავს შემთხვევაში ამჟამად დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებენ.
„ამიტომ, უკრაინელებს უნდა ვუთხრათ: „ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს“. თუ თქვენ ამჟამინდელ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებით, მაშინ ტერიტორია, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძვით, ამ მომენტში თქვენია. თუ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფას შევძლებთ, მაშინ მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.