არქივი12 აპრილი 2026, 18:40
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეექვსე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგთან“ ქულები გაიყო - 0:0.
მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად, გიზო მამაგეიშვილმა კი მე-60 წუთამდე ითამაშა.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი - Sofascore 7.1, Flashscore 7.2.
მამაგეიშვილი - Sofascore 6.9, Flashscore 6.6.
„შტურმმა“ ბოლო 7 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა, 4 მოიგო, 27 ქულით ლიდერია და 19 აპრილს, ლინცში „ლასკს“ დაუპირისპირდება, რომელიც 25 ქულით მეორე ადგილზეა.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ჰარტბერგი 0:0
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.