ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ეტაპზე, საჩემპიონო ჯგუფში, ოცდამეხუთე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „რაპიდს“ 2:0 სძლია.
სტუმართა გუნდში გიზო მამაგეიშვილმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, ყვითელი ბარათი მიიღო და 73-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა მოირჩინა.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
კიტეიშვილი - Sofascore 6.4, Flashscore 6.6.
მამაგეიშვილი - Sofascore 5.9, Flashscore 6.1.
„შტურმმა“ ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 26 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევრებს „ზალცბურგსა“ და „რაპიდს“ 4 ქულით უსწრებს და 12 აპრილს „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.
ვენა. „ალიანც სტადიონი“
რაპიდი - შტურმი 0:2
გოლები: 0:1 ვალჩი (13), 0:2 ჯატა (52)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.