კირ სტარმერი: არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაძაბული შეხვედრის შესახებ განაცხადა:
„არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა”.
მისივე განცხადებით, გეგმა, რომელიც დღეს წარმოადგინა, დონალდ ტრამპთან იქნება განხილული.
„მე გუშინ ღამით ველაპარაკე დონალდ ტრამპს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რომ არ მეფიქრა, რომ ეს იყო ის, რაც დადებით შედეგს გამოიღებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ: უკრაინა, ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ გრძელვადიანი მშვიდობისკენ ერთად ვივლით”. – თქვა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!