ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არავის სურდა იმის ნახვა, რაც მოხდა, არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა – სტარმერი

არავის სურდა იმის ნახვა, რაც მოხდა, არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა – სტარმერი

“არავის სურდა იმის ნახვა, რაც პარასკევს მოხდა”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
სტარმერმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიიღებს ისეთ შეფასებას, რომ აშშ “არასანდო მოკავშირეა”.
აშშ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს მოკავშირე და ასე გრძელდება. არ არსებობს სხვა ორი ქვეყანა, რომელიც ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, როგორიც ჩვენ. ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და დაზვერვა ისეა გადაჯაჭვული, როგორსაც ვერ ნახავთ სხვა ორი ქვეყნის შემთხვევაში. ასე, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საიმედო მოკავშირეა”- განაცხადა სტარმერმა ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.