კირილ ბუდანოვი – უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა და 2024 წელს ბრძოლის ველზე რუსეთისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება უსურვა.
მისი თქმით, მტრის ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმი ვერასდროს შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმა და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს უკრაინის ტრადიციები და შეცვალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა.
„უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის უწყვეტი ბრძოლის პერიოდი იქნება, ამიტომ ერი მას ოკუპანტებისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენებით შეხვდება.
„დაე, შობის ვარსკვლავმა მოგვანიჭოს შთაგონება და ამოუწურავი ენერგია მტერთან საბრძოლველად და ახალმა წელმა უკრაინას დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანოს“, – განაცხადა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინა შობას წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა