ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ – რობინ დანიგანი

ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ – რობინ დანიგანი
-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, -ს საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის საახალწლო ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
ელჩის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
„საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. დგება ახალი წელი და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვრჩებით განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად