ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუდანოვი: რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის განადგურებას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა საშობაო მილოცვაში თქვა, რომ კრიმინალური რუსული რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს უკრაინის განადგურების გეგმებს.
"კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე", - დაწერა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელია, რომელიც უკრაინას მოუტანს დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.