ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს - მზად ვართ, უპირობოდ დავუჭიროთ მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს

კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს - მზად ვართ, უპირობოდ დავუჭიროთ მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი ქალაქ ვონსანში თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას, ჩოე სონ ჰუის შეხვდა.
„გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე, რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით პარასკევს ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.