არ მოსწონთ „თვალთხარიას“ იმიჯი და აცხადებენ, რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით

არ მოსწონთ “თვალთხარიას” იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას“ მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო.
„არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ აგენტურის თავმჯდომარეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრალოდ ფაქტებით რომ გავიხსენოთ რას ამტკიცებენ ეს ადამიანები. არ მოსწონთ “თვალთხარიას” იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ გადაწყვიტა მინისტრის პოზიციაზე დარჩენა. თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, მის მაგივრად გასცეს ბრძანება სროლის თაობაზე და ამის შემდეგ, როგორც უთავმოყვარეო კაცი, ის დარჩა თანამდებობაზე. გასაგებია, მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ “თვალთხარიას” მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ რა მძიმე დილემის წინაშე არიან, საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ “თვალთხარია” კი არა – არის უთავმოყვარეო. ნუ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იმსჯელებს და გამოიტანს დასკვნებს.
ასევე ფაქტებით დავუმტკიცეთ ბატონ გავრილოვთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ერთობლივად იყო მიღებული. გამორიცხულია, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე შემოვიდეს პირი საზღვარზე. და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, თუმცა აქაც კი სწყინთ და მაინც ცდილობენ რაღაცნაირად სხვანაირად წარმოაჩინონ მოვლენები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება