ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…

ზვიად კვარაცხელია:
ტარიელ ჭანტურიას უყვარდა იმ სიტყვების დამოწმება, ცვეტაევა მომავლის მკითხველს რომ ესაუბრება და უგზავნის კოცნას ასი ან ათასი წლის შემდეგ.
ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის:
„ახლა ყველანი სახლში არიან,
ქარგავს დაიკო ტილოზე კენტავრს,
და ერთად ყოფნის სითბო და სევდა
რეკავს… ეს ზარი – მუნჯი ზარია…
და ყველაფერი, რაც გიხარია,
რად გიხარია – არ იცი თავად,
მე წავალ სადმე… ყველანი წავალთ…
ჯერ კი ყველანი სახლში არიან…“
დიდი მადლობა, ბატონო ტარიელ, მეგობრობის, თანამშრომლობის, დაუვიწყარი ურთიერთობისა და ნამდვილი პოეზიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს