უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, დაშავდა 170 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და 170 დაშავდა. დაშავებულებს შორის 13 ბავშვია.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს